თუშეთის 5 დღიანი შერეული ტიპის მარშრუტი  10 კაციან ჯგუფში

თელავი-შენაქო-დიკლო-ძველი დიკლო-დოდკალტო-ნაწისქვილარები-დანო-კვავლო - დართლო - ზემო ომალო - ორეთის (უძირო ტბა)  ტბა - ხისო - ალავერდი - თელავი 

1 დღე: თელავი - თუშეთი.  გადაადგილება ჯიპის ტიპის ავტომობილებით

9:30  -  14:30 - თელავი - სოფელი  შენაქო (თუშეთი)

11:00 -11:30 - ლანჩი გზაში

14:30 – 15:00 - დაბინავება

შენაქოში.  საოჯახო სასტუმროში  ,,ძველი თუშეთი

15:00 – 16:00 - სადილი საოჯახო სასტუმროში

16:00 – 18:30 - სოფელ შენაქოში და მის გვერდით მდებარე ნასოფლარ აგეურთაში არსებული ბუნებრივი და კულტურული რესურსების მონახულება/დათვალიერება

19:00 – 20:00 ვახშამი

* 20:00-ფოლკლორული საღამო სურვილის შემთხვევაში (საერთო ფასში არ შედის)

* ტურის სირთულე - მარტივი

2 დღე საფეხმავლო ტური: დიკლო - ძველი დიკლო - დოდკალტო - ნაწისქვილარები

8:00– 9:00 - საუზმე

9:00 – 12:30 ტური იწყება სოფელ შენაქოდან. სოფელი  დიკლოს გავლით გავდივართ ძველი დიკლოს მოსანახულებლად

13:00 – 14:00  - დიკლოს შემდეგ ვბრუნდებით დოდკალოტოს ულამაზეს ხედებიანი ბილიკით

14:00 – 15:00 - სადილი დოდკალტოს ველზე

15:00 – 17:00 - დოდკალტოს ულამაზესი ხედების მონახულების შემდეგ ჩავდივართ ძველი ნაწისქვილარების დასათვალიერებლად

17:00 - 18:00 - დაბრუნება სოფელ შენაქოში

19:00 -20:00 - ვახშამი

*20:00 - ფოლკლორული საღამო სურვილის შემთხვევაში (საერთო ფასში არ შედის)

*ტურის სირთულე - საშუალო სირთულის    

3 დღე ჯიპ ტური პირიქითის ხეობაში:  შენაქო -დართლო  დანო - კვავლო - ზემო ომალო - ქვემო ომალო - შენაქო

8:00 – 9:00 - საუზმე

9:00 – 11:00 - შენაქო - დანო. სოფელ დანოს დათვალიერება

11:00 -12:00 დანოდან ციხე-სოფელ კვავლოში გასვლა და აქ არსებული ციხე-კოშკების დათვალიერება

12:30 – 13:00 - თუშეთის არქიტექტურულ მუზეუმად გამოცხადებული ულამაზესი სოფლის - დართლოს დათვალიერება

13:00 – 14:00 -  სადილი დართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე

14:00 – 15:30 -  გამგზავრება ზემო ომალოს მიმართულებით

15:30 – 17:00 - ზემო ომალოში არსებული კესელოს ციხე-კოშების და იქ განთავსებული ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება

17:00 -17:30 - ექსკურსია თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობის ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრში

17:30 – 18:00 - დაბრუნება შენაქოში

19:00 - ვახშამი

*ტურის სირთულე - საშუალო სირთულის

4 დღე: საფეხმავლო , ორეთის ტბის (უძირო ტბა) ტური:

8:00 – 9:00 - საუზმე

9:00 – 16:00 - შენაქო - უძირო ტბა (ორეთის ტბა)

13:00 – 14: 00 - სადილი გზაზე

16:00 – 17:00  - ტბის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, სურათების გადაღება

17:00 – 19:00 - გამობრუნება და დაბანაკება ფიჭვნარში

19:00 – 20:00 - ვახშამი

*ტურის სირთულე - რთული

5 დღეთუშეთი - თელავი:

8:00 – 9:00 - საუზმე

9:00 – 11:00 - ბანაკიდან ხისოს მიმართულებით დაშვება

11:00 – 15:30 - გასვლა სოფელ ხისოდან კახეთის მიმართულებით და კახეთში ალავერდის ტაძრამდე

13:00 – 13:30 -სადილი გზაზე

15:30 – 16:00 -ალავერდის ტაძრის მონახულება

16:00 – 16:30 - ალავერდი -  თელავი

*ტურის სირთულე - საშუალო სირთულის